18 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.14 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7157 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9457 ლარი გახდა.
0.82 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5426 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.92 თეთრი შეადგინა.