Reuters-ი კანადის თავდაცვის მინისტრის ბილ ბლერის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ კანადა უკრაინას გადასცემს 64,8 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 47 მილიონი აშშ დოლარი) სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელიც მოიცავს ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და დამცავ აღჭურვილობას.
სააგენტოს ცნობით, დახმარების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს თანხას უკრაინული ჯარების მომზადებისთვის, არის 500 მილიონი კანადური დოლარის სამხედრო დაფინანსების ნაწილი, რომლის შესახებაც პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ივლისში განაცხადა.
ბლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოცხადებული დახმარება უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვისთვის აუცილებელ მნიშვნელოვან რესურსებს მისცემს.
”კანადა მომავალშიც გააკეთებს ყველაფერს,რათა დავეხმაროთ მათ [უკრაინელებს] გამარჯვებაში”, - დასძინა მან.