პენტაგონში განაცხადეს, რომ ამერიკელ სამხედროებს არ მიუღიათ მონაწილეობა ისრაელის ოპერაციაში, რომლის დროსაც „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მოკლეს, თუმცა მათივე განცხადებით, ამერიკის დაზვერვამ წვლილი შეიტანა ისრაელის ინფორმირებაში „ჰამასის“ ლიდერების ადგილსამყოფელის შესახებ.
„ეს იყო ისრაელის ოპერაცია. ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ მონაწილეობდნენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდეს ინფორმაცია და დაზვერვის მონაცემები, რომელიც ეხებოდა მძევლების გათავისუფლებას და „ჰამასის“ ლიდერების თვალთვალს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მძევლების აყვანაზე.
მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ისრაელის ოპერაცია. მოგიწოდებთ, დაუკავშირდეთ მათ დეტალებისთვის, თუ როგორ წარიმართა ოპერაცია“, - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა, საჰაერო ძალების გენერალ-მაიორმა პატრიკ რაიდერმა.
მისი კომენტარი მოჰყვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას სინვარის მკვლელობის შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, მან დაავალა ამერიკულ სპეცრეაგირების ძალებსა და სადაზვერვო სამსახურებს ისრაელს სინვარისა და სხვა ლოდერების პოვნაში დახმარებოდნენ.