აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბერლინში მოკლე ვიზიტით ჩავიდა, რათა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან ერთად უკრაინის საკითხი განიხილოს იუწყება სააგენტო Reuters
დილით ბაიდენი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს გერმანიის პრეზიდენტთან და კანცლერთან, რის შემდეგაც დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.
სავარაუდოდ, ისინი განიხილავენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას.
ბაიდენის ვიზიტის კომენტირებისას, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენელი, ჟურნალისტებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ "განხილვის საგანი იქნება სიტუაცია უკრაინაში ბრძოლის ველზე, ომის მიმდინარეობა და მოკავშირეების მიერ უკრაინის დახმარება“.