ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა მისი ქვეყნისთვის უცხო და მტრული ქვეყანაა. იუწყება Reuters
მანამდე ჩრდილოეთ კორეის ეროვნულმა ასამბლეამ ცვლილებები შეიტანა კონსტიტუციაში, და სამხრეთ კორეა "მტრულ სახელმწიფოდ" გამოაცხადა, რაც შეესაბამება კიმის დაპირებას, ორი კორეის გაერთიანებაზე, როგორც ეროვნულ მიზანზე უარი თქმასთან დაკავშირებით.
კიმმა ასევე თქვა, რომ სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის ალიანსის ცვალებადი ბუნება და მათი სამხედრო მანევრები ხაზს უსვამს ჩრდილოეთ კორეისგან ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალის მნიშვნელობას.
ჩრდილოეთ კორელი სამხედროების მიერ სამხრეთ კორეასთან საგზაო და სარკინიგზო გზების აფეთქებასთან კომენტირებისას, კიმმა თქვა, რომ ეს ნიშნავს სეულთან ურთიერთობების დასრულებას და "თანამემამულეების არასაჭირო ცნების და გაერთიანების უსაფუძვლო იდეის სრულ აღმოფხვრას".