კონცერტი გაუქმებულია, საქართველოს მომავალი ევროპაშია, - ამის შესახებ ჯგუფი “მგზავრები“ სოციალურ ქსელში წერს.
„მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუმებულია.
საქართველოს მომავალი ევროპაშია “, - წერს “მგზავრები“ სოციალურ ქსელში.
მანამდე თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე ზღვის უბნის პარკს გახსნის, ცერემონიას კი მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი “მგზავრები“.