უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ სულ მალე ნორვეგიიდან უკრაინაში F-16-ის ტიპის ექვს გამანადგურებელს მიიღებს. ამის შესახებ უმეროვმა ნორვეგიელ კოლეგასთან ბიორნ არილდ გრამთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მოლაპარაკებების დროს უმეროვმა და გრამმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება და კიევის საჭიროებები, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, ასევე მიაღწიეს კონკრეტულ შეთანხმებებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ.
„ცალკე ფოკუსი არის საავიაციო კომპონენტი, კერძოდ, ჩვენი შესაძლებლობების გაძლიერება F-16-ის გამანადგურებლებით.
ნორვეგია უახლოეს მომავალში გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და უზრუნველყოფს ექვსი თვითმფრინავით“, - დასძინა უმეროვმა.