საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა ბრიუსელში ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უკრაინასთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ზელენსკიმ გაიხსენა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, კერძოდ ლოჯისტიკურო და წვრთნების მიმართულებით.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან საბერძნეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს, მათ შორის ლოჯისტიკურ დახმარებას, ასევე წვრთნების მიმართულებით.
დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან. საბერძნეთი მზადაა მომავალში უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები. ის ასევე უზრუნველყოფს დამატებით რესურსებს ჩვენი პილოტებისა და ტექნიკოსებისთვის F-16 წვრთნების დასაჩქარებლად.
მადლობას ვუხდი საბერძნეთს გაწეული დახმარებისთვის და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დასაცავად გაცემული შესაძლებლობებისთვის," - წერს ზელენსკი.