უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობის საკითხი განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.
ზელენსკიმ ამის შესახებ ისაუბრა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროსაბჭოს სხდომაში მონაწილეობის შემდეგ, სადაც მან ევროკავშირის ლიდერებს გამარჯვების გეგმა წარუდგინა.
პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, როგორც არაეფექტური შეთანხმება, რომელიც ვერ დაიცვაუკრაინას, რომელმაც უარი თქვა ბირთვულ იარაღზე.
„დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფებიდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? მხოლოდ უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა.
დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასეთი ამბავია. რა არის გამოსავალი?, ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი - და მაშინ ეს ჩვენთვის დაცვა იქნება. ან ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე სახის ალიანსი.
ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ არ ვიცით რაიმე ეფექტურო ალიანსი“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან დასძინა, რომ ნატო-ს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, რის გამოც უკრაინა ირჩევს ნატო-ს და არა ბირთვულ იარაღს.
”ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა, მან თქვა: ”თქვენ გაქვთ სამართლიანი არგუმენტები”, - თქვა ზელენსკიმ.