ჯგუფ One Direction-ის ყოფილი წევრი, ლიამ პეინი, 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. პეინი არგენტინის დედაქალაქში, ბუენოს-აირესში, სასტუმროს მესამე სართულიდან გადავარდა. ამის შესახებ BBC წერს.
ბუენოს-აირესის პოლიციის განცახდებით, რომ ბრიტანელი მომღერალი დედაქალაქის პრესტიჟულ უბანში, პალერმოში, სასტუმროს მესამე სართულის აივნიდან გადავარდა.
ადგილზე მისულ პოლიციელებს უთხრეს, რომ შენობის შიდა ეზოდან ხმაური მოესმათ, რის შემდეგაც ადგილზე ცხედარი ნახეს.
მუსიკალური ჯგუფი One Direction 2010 წელს ჩამოყალიბდა.