მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელს, კილიან მბაპეს სექსუალურ ძალადობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შვედეთში 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამის შესახწებ Le Parisien იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, 10 ოქტომბერს, მბაპემ ღამის კლუბი იქირავა, სადაც წვეულება გაიმართა. მას 20-30 ადამიანი ესწრებოდა, ძირითადად ახალგაზრდა შვედი გოგონები.
კონფიდენციალურობისთვის სტუმრებს სთხოვეს ტელეფონები შესასვლელთან დაეტოვებინათ.
თავად წვეულებამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა, რის შემდეგაც მბაპემ ღამე სასტუმრო Bank Hotel -ში გაათია.
თუმცა, პარასკევს ან შაბათს სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლმა სტოკჰოლმის საავადმყოფოში მივიდა, რის შემდეგაც იქ პოლიცია გამოიძახეს.
დაკითხვისას გოგონამ მბაპეს შესაძლო მოძალადედ დაასახელა და განაცხადა, რომ გაუპატიურება სასტუმროს ნომერში მოხდა.
სტოკჰოლმის პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო.
სავარაუდო მსხვერპლის ტანსაცმელი დნმ-ის ტესტირებისთვის ამოიღეს.
თუ მბაპეს ბრალეულობა დადასტურდება, მას 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.