თუ არჩევნებს პროევროპული ძალები მოიგებენ, ალბათ მათ გვერდით ვიქნები, ნებისმიერ პოზიციაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"თუ არჩევნებს პროევროპული ძალები და ქარტიის მხარდამჭერი პარტიები მოიგებენ, ალბათ მათ გვერდით ვიქნები, რათა ეს ქარტია ევროპულ საბჭოზე მივიტანო და უზრუნველვყო მოლაპარაკებების დაწყება, ნებისმიერ პოზიციაზე - ეს ჯერ კიდევ განსასაზღვრია", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ამბობს: "როგორც ჩანს, ივანიშვილის კავშირები მოსკოვთან კვლავ არსებობს და უფრო გაძლიერდა".