აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს, ტელეფონით ესაუბრა თავის უკრაინელ კოლეგას ვოლოდიმირ ზელენსკის და გამოაცხადა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის სშუალებებს, „ჰაერი-მიწა“ კლასის საბრძოლო მასალებს, ჯავშანტექნიკას და "კრიტიკულ საბრძოლო მასალას უკრაინის დაუყოვნებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად".
გარდა ამისა, შეერთებული შტატები გეგმავს მომდევნო თვეებში უკრაინას მიაწოდოს დამატებითი იარაღი, კერძოდ, ასობით ჩამჭრელი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ათობით ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა, დამატებითი საარტილერიო სისტემები, "მნიშვნელოვანი რაოდენობით. საბრძოლო მასალა, ასობით ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითი საბრძოლო მანქანა, ასევე ათასობით დამატებითი ჯავშანმანქანა“.
ასევე აღნიშნულია, რომ ზელენსკიმ ბაიდენს მიაწოდა ინფორმაცია „გამარჯვების გეგმის“ შესახებ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესის ორივე პარტიას და ამერიკელ ხალხს თავდაცვის მორიგი პაკეტისთვის.