მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული არმიის ყველა ჯარისკაცი დიზაინერ ვალენტინ იუდაშკინის შეკერილ სამხედრო ფორმაში იქნება გამოწყობილი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საშემოდგომომ გაწვევის დროს ყველა წვევამდელი უკვე უზრუნველყოფილი იყო ახალი სამოსით, ხოლო 2011 წლის ბოლომდე ამ ახალ ფორმაზე გადაიყვანენ ყველა ჯარისკაცსა და სერჟანტს.
"თითქმის 250 ათასმა ადამიანმა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გასავლელად შემოდგომასა და ზამთარში გაიწვიეს, შეკრების პუნქტებში ახალი ფორმა უკვე მიიღეს. იგივე განმეორდება შემდეგი მოწვევის წვევამდელებთან დაკავშირებით", _ იუწყება რუსული მედია და დასძენს, რომ ოფიცრების კორპუსის გარდერობის მთლიან განახლებას მეტი დრო დასჭირდება.
"დღეისათვის ახალ სამხედრო ოფიცრის ფორმას მხოლოდ სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულები მიიღებენ. დანარჩენებს კი ეს ფორმა თანდათან დაურიგდებათ", _ წერს რუსული მედია.