გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის.
ამის შესახებ შოლცმა ბუნდესტაგში, ევროკავშირის ლიდერების მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას შოლცმა გაიხსენა უკრაინის თანხმობა რუსეთის მომავალ სამშვიდობო სამიტში მონაწილეობის შესახებ.
„ამიტომ ასევე, სწორია, რომ როდესაც გვეკითხებიან, ვისაუბრებთ თუ არა რუსეთის პრეზიდენტთან, ჩვენ ვპასუხობთ: „დიახ, ასევე დიახ“, - თქვა შოლცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იცავს მკაფიო პრინციპებს - არასოდროს იქნას მიღებული გადაწყვეტილებები უკრაინის პოზიციის გათვალისწინებისადა უახლოეს პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე.
შოლცმა ასევე თქვა, რომ უამრავი რუსი ჯარისკაცი ყოველდღიურად ხდება „რუსეთის პრეზიდენტის იმპერიალისტური სიგიჟის მსხვერპლი“.
"ისინი ასევე არიან მისი პოლიტიკის მსხვერპლნი, რომელიც მიზნად ისახავს მისი ქვეყნის გაფართოებას. ეს არის ის, რაც არ უნდა განმეორდეს ევროპაში", - დასძინა შოლცმა.
მანამდე ცნობილი გახდა, გერმანიის კანცლერი განიხილავდა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობას ნოემბერში ბრაზილიაში G20-ის შეხვედრის წინა დღეს.
კრემლში განაცხადეს, რომ პუტინი მზადაა შოლცთან სასაუბროდ, მაგრამ კრემლს ჯერ არ მიუღია წინადადებები ბერლინისგან.
უკანასკნელად შოლცი პუტინს 2022 წლის ბოლოს ესაუბრა.