ყაზახეთი უახლოეს მომავალში თავს შეიკავებს BRICS-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანისგან - აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ბერიკ უალი.
იუწყება The Moscow Times.
„ამჟამად და, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში, ყაზახეთი თავს შეიკავებს BRICS-ში განაცხადის შეტანისგან, კერძოდ, გაწევრიანების საკითხის განხილვის მრავალსაფეხურიანი პროცესის, ასევე სხვა საკითხების გათვალისწინებით, რომელიც ამ გაერთიანების განვითარების პერსპექტივებს უკავშირდება“, - განაცხადა ბერიკ უალმა.
თუმცა, მან დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დაგეგმილ BRICS-ის სამიტში, რომელიც ყაზანში გაიმართება, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი მონაწილეობას მიიღებს.