Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა, ამერიკელმა მილიარდერმა ილონ, მასკმა, სამი თვის განმავლობაში 75 მილიონი დოლარი შესწირა პოლიტიკურ ორგანიზაცის America PAC-ს, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. აღნიშნულის შესახებ ირკვევა აშშ-ის ფედერალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან.
ამ თანხების უმეტესი ნაწილი - 72 მილიონი აშშ დოლარი - გადაირიცხა 2024 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში, მასკი იყო America PAC-ის ერთადერთი დონორი ამ სამი თვის განმავლობაში.
The Washington Post-ი ორგანიზაციას უწოდებს პოლიტიკური მოქმედების კომიტეტს, რომელიც ჩამოყალიბდა მილიარდერ ელონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის კამპანიისთვის".
როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, America PAC გახდა მთავარი მოთამაშე ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც ბოლო კვირებში აწარმოებს არჩევნების ყველაზე ამბიციურ დამოუკიდებელ ძალისხმევას ამომრჩეველთა ხმების მისაზიდად.
თავის მხრივ, Reuters-ი განმარტავს, რომ ეს ორგანიზაცია ძალისხმევის კონცენტრირებას ახდენს ამომრჩეველთა მობილიზებაზე მერყევ შტატებში. როგორც მედია აღნიშნავს, America PAC-მა დახარჯა მეტი ფული ტრამპის მხარდასაჭერად, ვიდრე იგივე მიზნების მქონე ნებისმიერმა სხვა ჯგუფმა.