აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მიმდინარე კვირაში, დაესწრება ნატო-სა და G7-ის მინისტერიალს რათა განიხილონ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის საკითხი. ამის შესახებ პენტაგონის პრესპიკერმა საბრინა სინგჰმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მდივანი ოსტინი გაემგზავრება ბრიუსელში 16-18 ოქტომბერს, რათა მონაწილეობა მიიღოს მრავალმხრივ შეხვედრებში, მათ შორის ნატო-სა და იმ ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე, რომლებიც ISIS-ის დამარცხების გლობალური კოალიციის წევრები არიან“, - განაცხადა სინგჰმა.
სინგჰის თქმით, ბრიუსელში ისაუბრებენ ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის პოზიციების გაძლიერებაზე, ანტი-ISIS-ის კოალიციის ადაპტაციაზე მიმდინარე საფრთხეებთან და „ასევე უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებაზე“.
შემდეგ პენტაგონის ხელმძღვანელი ეწვევა იტალიაში, ნეაპოლს, რათა დაესწროს G7-ის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას, რომელიც დაგეგმილია 19 ოქტომბერს.
სინგჰის თქმით, ყურადღებას გამახვილდება "უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების გაწევაზე" და სხვა გლობალურ საკითხებზე.