ბატონმა ნეთანიაჰუმ არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ქვეყანა შეიქმნა გაერო-ს გადაწყვეტილებით. ამიტომ, ახლა გაერო-ს გადაწყვეტილებების უგულებელყოფის დრო არ არის, - ამის შესახებ AFP-ის წყაროების თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მანამდე ემანუელ მაკრონსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილეს. ამის შემდეგ მაკრონმა ელისეის სასახლეში აღნიშნული განცხადებით, ისრაელის პრემიერი გააკრიტიკა. მაკრონის განცხადებას ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს მხრიდან პასუხი მოჰყვა. „საფრანგეთის პრეზიდენტს შევახსენებ: ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა არა გაერო-ს რეზოლუციით, არამედ დამოუკიდებლობისათვის ომში მიღწეული გამარჯვებით გმირ მებრძოლთა სისხლით, რომელთაგან ბევრი გადაურჩა ჰოლოკოსტს, მათ შორის საფრანგეთის ვიშის რეჟიმის. "- ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.