ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციამ კუპიანსკიდან და ფრონტისპირა სამი რაიონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია გამოაცხადა.
გამოცემა „უკრინფორმი“ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ სინეგუბოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ განხორციელდება კუპიანსკის, ასევე კონდრაშოვის, პეტროპავლოვსკის და კურილოვის დასახლებების მაცხოვრებლების ევაკუაცია.
„ეს უკავშირდება იმას, რომ სამხედრო ვითარება უარესდება, იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვუზრუნველყოფთ იქ გათბობის სეზონს, ელექტროენერგიის მიწოდებას, ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, რადგან მტერი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს და ახლა აღდგენა შეუძლებელია“, - განაცხადა სინეგუბოვმა.
მისი თქმით, დაახლოებით ოთხი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება მდინარე ოსკოლის მარცხენა, აღმოსავლეთ სანაპიროზე, კუპიანსკის რაიონში.
რუსული არმია დიდი ხანია ცდილობს აღმოსავლეთიდან ამ მდინარემდე გარღვევას, რომელიც ბუნებრივი თავდაცვითი ხაზის ფუნქციას ასრულებს.
კუპიანსკის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე კონდრაშოვკა, პეტროპავლოვკა და კურილოვკა მრავალი თვის განმავლობაში ფრონტისპირა დასახლებებს წარმოადგენს.