უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, გასული წლის განმავლობაში რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სიკვდილით დასჯის შემთხვევბის რაოდენობა გაიზარდა. გენერალური პროკურორის ანდრიი კოსტინის თქმით, ეს დანაშაულები არ არის ცალკეული ინციდენტები, არამედ აგრესორი სახელმწიფოს მიზანმიმართული პოლიტიკა.
მისი თქმით, წამება და სიკვდილით დასჯა გამოიყენება როგორც ომის, დაშინებისა და განადგურების იარაღი.
კოსტინმა მაგალითად მოიყვანა აუდიოჩანაწერი, რომელშიც რუსი ოფიცერი უბრძანებს თავის სამხედროებს, რომ ბრძოლის ველზე ტყვედ არ აიყვანონ უკრაინელები, არამედ დახოცონ.
მისი თქმით, მართლმსაჯულების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა რუსეთისა და მისი ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აგრესიის დანაშაულისთვის.
როგორც კოსტინმა აღნიშნა, რუსი ომის დამნაშავეების უმეტესობა უკრაინის სასამართლოებმა დაუსწრებლად გაასამართლეს, მაგრამ სასამართლოს განაჩენი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღდგენისთვის
„ომის დანაშაულების გამოძიება კონფლიქტის დროს, რა თქმა უნდა, უკიდურესად რთულია. ჩვენ ვიძიებთ და ვასამართლებთ აგრესორის მიერ ჩადენილ ყველა დანაშაულს ეროვნულ სასამართლოებში.
მაგრამ ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო შორს მიდის.
ჩვენ ვნერგავთ მეთოდოლოგიას უფრო კონკრეტული დანაშაულების, როგორიცაა სექსუალური ძალადობა, ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და ეკოლოგიური დანაშაულები.
მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის დაკისრება ამ შემოჭრის შემქმნელებზე - პრეზიდენტზე, პრემიერზე, ე.წ. "ტროიკის" წევრებზე - უნდა ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია მათი პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად საერთაშორისო სამართლის ხარვეზებისა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არ აქვს იურისდიქცია ამ საკითხში, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ სამართლებრივ ფორმულაზე მსოფლიოს 40-მდე სახელმწიფოსთან ერთად.
ამიტომ, თუ პუტინი ბრაზილიაში G20-ის შეხვედრაზე დასწრებას გადაწყვეტს, ის უნდა დააკავონ.
დაკავების ორდერის შესრულებაზე უარი აძლიერებს რუსეთის პოზიციას. ჩვენი მთელი იმედი ახლა ბრაზილიის სასამართლოს დამოუკიდებლობაზეა“, - განაცხადა კოსტინმა.