„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის სახაროვბის პრემიის გადაცემას ეხმიანება.
„რეჟიმს თუ სილას აწნი, ასე უნდა გააწნა!
აი რასაც ქვია, საღოლ!
მზიას ჯილდო, რეჟიმის განაჩენია!“ - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსელი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.