ტუნისში არეულობები გრძელდება. არეულობების დროს 32 წლის გერმანელი ფოტოკორესპონდენტი ლუკას მებრუკ ვონ ზაბიენსკი დაიღუპა.
ზაბიენსკის ცრემლსადენი გაზის ჭურვი მოხვდა. ინციდენტის შემდეგ ის ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ზაბიენსკი ერთ-ერთი სააგენტოსთვის თამაშობდა.
ტუნისში არეულობები რამდენიმე დღეა გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტი ტუნისიდან გაიქცა, რის შემდეგაც გახშირდა სროლები და მარადიორობა. ქვეყანას ამჟამად ტუნისის პარლამენტის სპიკერი ხელმძღვანელობს.