უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ გამოხატა უკმაყოფილება ევროპარლამენტში მის მიმართ კრიტიკის გამო და ასევე დაადანაშაულა ევროკავშირის ხელმძღვანელობა მისი მთავრობის „დამხობის“ განზრახვაში. ამის შესახებ ორბანმა სახელმწიფო რადიოს ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, უნგრელები „შოკირებული იყვნენ“ იმით, რაც ხდებოდა ევროპარლამენტში, რადგან მათ გონებაში ევროპისა და ევროპული პოლიტიკის განსხვავებული სურათი აღიბეჭდა.
”ჩვენ გვეგონა, რომ იქ ჭკვიანი ხალხი იყო და რომ პოლიტიკური დებატები უფრო მაღალი ხარისხის იქნებოდა”, - თქვა ორბანმა და დასძინა, რომ „ეს ყველაფერი სრული არეულობა”.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო "კულტურულ შოკში", მაგრამ ახლა "გამოჯანმრთელდა".
ორბანის მტკიცებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერმა მანფრედ ვებერმა განაცხადეს, რომ მათ სურდათ "უნგრეთის მთავრობის დამხობა" და მისი შეცვლა "ბრიუსელის მთავრობით".
"მათ დაასახელეს უნგრეთის ახალი მთავრობის წევრები. ევროპელ სოციალისტებს სურთ კლარა დობრევის დელეგირება, ხოლო ევროპის სახალხო პარტიას სურს პეტერ მადიარი...
ბრიუსელს სურს უნგრეთის მთავრობაში სოციალისტის და სახალხო პარტიის წევრის დელეგირება, სუვერენიტეტის პოლიტიკა დასრულებულია, ჩვენ გვეყოლება ბრიუსელის მთავრობა“, - განაცხადა ორბანმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა ორბანის ურთიერთობა ვლადიმირ პუტინთან და ჩინეთთან. ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და ორბანის პოზიციას.