სამწუხაროდ, ევროპული საზოგადოების სიმპატიები კვლავინდებურად საქართველოს მხარესაა, აცხადებს რუსული ანალიტიკური ცენტრის "სტრატეგიული კულტურის ფონდის" გენერალური დირექტორი ანდრეი არეშევი ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 1 549 სარჩელის განხილვაზე უარის თქმის ფაქტის კომენტირებისას.
"ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო მხოლოდ ფორმალურ-იურიდიული პოზიციით როდი ხელმძღვანელობს არამედ პოლიტიკურითაც. სწორედ ამიტომაც ევროპული საზოგადოების აზრი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მიზეზებთან დაკავშირებით გავლენას ახდენს პატივცემულ ევროპელ მოსამართლეებზე", _ აცხადებს არეშევი და დასძენს, რომ ევროპული საზოგადოების აზრს კი უკვე ორზე მეტი წლის განმავლობაში რაიმე სახის განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია.
"ამიტომაც სინანულით გვიწევს ავღნიშნოთ, რომ ევროპული საზოგადოების სიმპატიები კვლავინდებურად საქართველოს მხარეს არის. სწორედ ამიტომაც მოხდა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების მიერ წამოყენებული ფაქტების იგნორირება.", _ აცხადებს რუსი ექსპერტი.
მასალის გამოყენების პირობები