გერმანიის ხელისუფლებამ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ბელორუსის ეკონომიკის მინისტრის ნიკოლაი სნოპკოვის მიწვევა გააუქმა და ამჟამად ლუკაშენკოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ნუსხის გაზრდაზე მუშაობს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უნდა აეკრძალოთ. ეს განცხადება გერმანიის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში რწმუნებულმა მარკუს ლენინგმა გააკეთა.
"გერმანიის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ უნდა აღდგეს ბელორუსი ჩინოვნიკების მიმართ ადრე დაწესებული და ახლა გაუქმებული სანქციები და ამ ჩინოვნიკების წრე უნდა გაიზარდოს. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო ის, რომ გერმანიის ხელისუფლებამ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე ბელორუსის ეკონომიკის მინისტრს ნიკოლაი სნოპკოვის მიწვევა გააუქმა", _ განაცხადა ლენინგმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე Yთქმით, იგი მინსკში ჩასულია იმისათვის, რომ "პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატებისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვოს".
ლენინგი ასევე აცხადებს, რომ სანქციების აუცილებლობა არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მეორედ იქნებოდა შესაძლებელი, დაკავებულებს დაათავისუფლებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ იმ ჩინოვნიკებს რომლებიც მომხდარზე არიან პასუხისმგებელნი.
"რა თქმა უნდა სასურველი იქნებოდა განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, მაგრამ ამჟამად ჩვენი პირველი მოთხოვნა დაკავებულთა გათავისუფლებაა და მათთან ადვოკატებისა და ნათესავების შეშვება, ასევე მათთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევაა. მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდოა", _ აცხადებს გერმანელი ადამიანის უფლებების დამცველი.
მისივე თქმით, მას შეხვედრები უკვე ჰქონდა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში სადაც თავისი მოთხოვნები წარმოადგინა.