სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ბელორუსის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები ჩავლენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბელორუსი ლიბერალ-დემოკრატების დელეგაციას პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ალექსეი დემეშკო უხელმძღვანელებს. ოსური მედია ასევე აღნიშნავს, რომ ბელორუსის დელეგაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთში ცხინვალში მოქმედი "სახალხო პარტიის" მიწვევით ჩადის.
"ბელორუსი კოლეგების დასახვედრად ვლადიკავკაზში "სახალხო პარტიის" წარმომადგენლები უკვე გაემგზავრნენ. სამხრეთ ოსეთის "სახალხო პარტიასა და ბელორუს ლიდერად-დემოკრატიულ პარტიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებაა გაფორმებული", _ იუწყება ინფორმაციის კომიტეტი.