ავსტრალიაში ჯულიან ასანჯის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. მანიფესტანტები ხელისუფლებისგან ავსტრალიის მოქალაქე ჯულიან ასანჯის დაცვას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ შვედეთის პროკურატურის მიერ ასანჯის სექსუალურ დანაშაულებებში მხილება შეთითხნილია. ჭიკიLეაკს-ის მხარდამჭერები დარწმუნებულნი არიან, რომ ჯულიან ასანჯის აშშ-ის უკმაყოფილების გამო დევნიან.
უკვე ცნობილია, რომ ასანჯი მზადაა, საიდუმლო დოკუმენტები კვლავაც გამოაქვეყნოს. ასანჯის მომხრეების აზრით, გამოსაქვეყნებლად გამზადებული ეს მორიგი მასალა სკანდალური საიტის დამფუძნებლის სასარგებლო აღმოჩნდება.
ცნობისთის, ჯულიან ასანჯი ამჟამად ლონდონში იმყოფება, სადაც შვედეთში მისი ექსტრადიციის საკითხი უნდა განიხილონ.
შეგახსენებთ, 2010 წლის დასაწყისში ასანჯი დიდ ბრიტანეთში დააპატიმრეს, რის შემდეგაც გირაოთი გაათავისუფლეს.