საბერძნეთის სანაპიროსთან ამ წუთებში სამძებრო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, ათეულობით ჯგუფი ზღვაში დაკარგულ 22 არალეგალს ეძებენ. ხის ხომალდს, რომელიც მეჩეჩს დაეჯახა, საბერძნეთში არალეგალი ემიგრანტები შეჰყავდა.
სანაპირო დაცვამ უკვე მოახერხა 241 მგზავრის გადარჩენა. 22 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია იყვნენ თუ არა გემზე საქართველოს მოქალაქეებიც.
შემთხვევა კუნძულ კორფის სანაპიროდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
სამუშაოებში ავიაცია და ხუთი ხომალდი მონაწილეობს.
დანიური დროშის ქვეშ მცურავმა ხომალდმა 241 მგზავრი გადაარჩინა, მათი უმეტესობა ავღანეთის მოქალაქეა.
ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 500 000 არალეგალი ცხოვრობს.