ეგვიპტის სასამართლომ, ადგილობრივ მუსულმანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. სიკვდილმისჯილმა 2010 წლის იანვარში, ეგვიპტის 6 ქრისტიანი მოქალაქე და ერთი მუსულმანი პოლიციელი მოკლა.
მის ორ თანამზრახველს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა.
39 წლის აჰმედ ჰუსეინმა აღნიშნული დანაშაული, ერთ-ერთ ქრისტიანულ დღესასწაულზე, სამხრეთ ეგვიპტის ქალაქ ნაგაა ჰამადში ჩაიდინა.
სასჯელის აღსრულებისთვის ჰუსეინს გრანდ მუფტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ.
მასალის გამოყენების პირობები