ირანის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩამოგდებულია აშშ-ს ორი უპილტო-მზვერავი თვითმფრინავი, რომელიც ისლამური რესპუბლიკის თავზე დაფრინავდა. ირანის მთავრობის წარმომადგენლის განმარტებით, ოფიციალური ირანი მზადაა შესაბამისი მასალებიც კი გამოაქვეყნოს, რომელც აშშ-ს უპილოტო თვითმფრინავების არსებობას და ჩამოგდების ფაქტებს ადასტურებს.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების გვარდიამ, ორი უპილოტო თვითმფრინავი უკვე ჩამოაგდო, რომელმაც ირანის საჰაერო-სივრეცე დაარღვია. თუმცა მაშინ ირანის მთავრობას სათანადო დამადასტურებელი მასალები არ წარმოუდგენია.