პრეზიდენტის სასახლეში, 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, სპეციალური საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა, საიდანაც არჩევნების მონიტორინგი მოხდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერ იმას, რაც მოხდება და შემდეგ ერთად გამარჯვებაც ვიზეიმოთ. ყველა არჩევნებზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.