რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის პოპულიარობამ 2010 წელს მნიშვნელოვნად იკლო, ხოლო პრესიდენტ მედვედევის გაიზარდა. ამას რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კვლევითი ჯგუფის "ლევადა-ცენტრის" გამოკითხვა ადასტურებს.
სოციოლოგები აცხადებენ, რომ 2010 წლის დეკემებრის კვლევის თანახმად, პუტინის პოლულარობა 6%-ით შემციდრა, მაშინ როდესაც მედვედევის რეიტინგი 4%-ით გაიზარდა. შესაბამისად, პრემიერისა და მედვედევის რეიტინგებში სხვაობა 10%-მდე შემცირდა, თუმცა უპირატესობა კვლავინდებურად პრემიერის მხარესაა.
"ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, პუტინსა და მედვედევს რეალურად ძლიერი კონკურენტები არ ჰყავთ. გენადი ზიუგანოვსა და ვლადიმერ ჟირინოვსკის მხარს უჭერს ამომრჩევლების 5-5 პროცენტი.
სოციოლოგები პუტინის რეიტინგის ვარდნის მიზეზად, ქვეყენაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებას, ტყებში გაჩენილ ხანძარსა და რუსეთის დიდი ქალაქებში ზამთრისთვის ცუდ მომზადებას ასახელებენ.
რუსეთის დედაქალაქში პრეზიდენტის რეიტინგი 11%-ით მაღალია, თუმცა რეგიონების ხარჯზე პუტინი მთლიანობაში უსწრებს პრეზიდენტს.
უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა 19% საპრეზიდენტო ბიულეტენში ორივე კანდიდატის _ მედვედევისა და პუტინის ყოფნას ისურვებდა.
მასალის გამოყენების პირობები