ბრაზილიის შტატ რიო-დე ჟანეიროში ჩამოწოლილი მრავალრიცხოვანი მეწყერისა და ნიაღვრების შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ 548 ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
სტიქიური უბედურების მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა. ყველაზე მეტად დაზარალდა შტატის მთიანი რაიონები, სადაც განლაგებულია ქალაქები ტერეზოპოლისი, ნოვა-ფრიბურგუ და პეტროპოლისი.
დაზარალებულ რაიონებში არ არის ელექტომომარაგება და სატელეფონო კავშირი.
დანგრეულია არა მხოლოდ ღარიბთა კვარტლები, არამედ რამდენიმე კეთილმოწყობილი ტურისტული რაიონი. ტერეზოპოლისში განლაგებულია ფეხბურთში ბრაზილიის ეროვნული გუნდის საწვრთნელი ბაზა. ნოვა-ფრიბურგუ და პეტროპოლისი კი ტურიზმისა და მსუბუქი მრეწველობის ცენტრებია. იქ 180 და 315 ათაის ადამიანი ცხოვრობს.
ჩამოწოლილმა მეწყერებმა შტატის მთიანი ნაწილის რაიონებისკენ მიმავალი გზები მთლიანად გაანადგურა, რაც ხელს უშლის სამაშველო სამუშაოების წარმოებას. სინოპტიკოსების პროგნოზით უახლოესი დღეების განმავლობაში წვიმიანი ადგილი შენარჩუნდება.
ამავე დროს ფედერალურმა ხელისუფლებამ დაზარალებულთა დასახმარებლად 460 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. სტიქიის ზონაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიის ზონაში ჩავა ასევე ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა როუსეფი.