საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება, საქართველოში, მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ X-ზე წერს.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს შევხვდი. როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმები, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირის გზის საფუძველია. საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს", - წერს მიშელი.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს ხვდება.