მოსკოვის მილიცია მანეჟის მოედანზე იკრიბება სადაც რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის მიტინგის ჩატარება იგეგმება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მოედანზე უკვე მისულია მილიციისა და ომონის 40 ავტობუსი. იქ ასევე შინაგანი ჯარის წარმომადგენლები იმყოფებიან.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მოედანზე სასწრაფო დახმარების ხუთი ბრიგადაა მობილიზებული. აქ არიან ასევე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები. მეტროსადგურ "ოხონტიი რიად"-ის გამოსასვლელში ასევე ჩამწკრივებულია მილიციის 20 ავტომობილი.
წითელ მოედანზე შესვლა შეზღუდულია. უსაფრთხოების დაცვის ზომების გაძლიერება სხვა ახლომდებარე მეტროსადგურებთანაც შეიმჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები