სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სამინისტროებისა და უწყებების 14 წარმომადგენელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს გაივლის.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ჯგუფი მოსკოვში დღეს გაემგზავრა. სტაჟირება ვადა ორი კვირაა. ამ ხნის განმავლობაში მათთან რუსეთის დიპლომატიური აკადემიის მაღალკვალიფიციური მასწავლებლები იმუშავებენ.
"14 ადამიანიდან უმრავლესობა სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან. მათ შორის ასევე არიან კულტურის სამინისტროსა და რაიონული ადმინისტრაციების წარმომადგენლები", _ იუწყება კომიტეტი.