ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით - „ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ფარგლებს მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში არიან და დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს ევროპული პერსპექტივისთვის, ევროპული კეთილდღეობისთვის და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რაც არ უნდა შექმნას ახლა ხელოვნურად ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით მაინც შეცვლის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სიღატაკეს იზოლაციაში და ართმევს ევროპულ პერსპექტივას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.