ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ყოფილის კოლეგა, ყირგიზეთის რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევს სამსახური უშოვა და ბელორუსის სამხედრო ქარხანის დირექტორად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზული გამოცემა "ასმან პრესი" ავრცელებს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყირგიზული სააგენტო "აზატიკი" ბაკიევის სამხედრო ქარხნის დირექტორად დანიშნვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
სააგენტოს მტკიცებით, მათ ბაკიევის ახალი სამსახურის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის დაცვის კომიტეტში გადამოწმეს.
"აზატიკის" ინფორმაციით, ყურმანბეკ ბაკიევი ამ დროისთვის მინსკში ცხოვრობს საკუთარ ოჯახთან ერთად, თუმცა არავითარი საქმით არ არის დაკავებული.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტს საკუთარ შვილთან, მაკსიმ ბაკიევთანაც კი არ აქვს კონტაქტი, რომელიც ამჟამად დიდი ბრიტანეთში, ლონდონში ცხოვრობს, სადაც ის პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით იმყოფება. მსგავსი ვითარებაა, ექს-პრეზიდენტის ძმასთან, ჟანიშემ ბაკიევთან დაკვშირებით, რომელიც სავარაუდოდ თავს ტაჯიკისტანს ან ლატვიას აფარებს.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ყირგიზეთში მომხდარი გადატრიალების შემდეგ ხელისულება როზა ოტუმბაევას მეთაურობით დროებითმა მტავრობამ დაიკავა, რომელიც მოგვიანებით პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის ექს-პრეზიდენტი კი თავს ბელორუსიაში აფარებს. ყირგიზეთში მომხარი არეულოების დროს კი რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.