რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, დიახ, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებთან და ვიდეორგოლთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ნაცაგენტურის მიერ ატეხილია ისტერია, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტებს.
მდინარაძის განმარტებით, ბანერებზე ნაჩვენებია ის, რისკენაც უკრაინის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ალექსეი დანილოვი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა.
„ბანერებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ისტერიაა ატეხილი, „ფეისბუქზე“არის საშინელი რეაქციები ნაცაგენტურის მხრიდან. ისინი ამბობენ, რა საშინელებაა, როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ბანერზე რუსეთის მიერ დაბომბილ ობიექტს. დიახ, რუსეთის მიერ რომ არ დაიბომბოს და ბავშვები არ დახოცოს, საავადმყოფოები, ეკლესიები არ დაბომბოს და ასეთი მსხვერპლი რომ არ გვქონდეს, ეს უნდა შევახსენოთ საზოგადოებას. ამისკენ მოგვიწოდებდნენ პირდაპირ. თვითონ მოგვიწოდებდნენ და წარმოიდგინეთ, ჩვენ გვეუბნებიან, რატომ იყენებთ საერთოდ ამ ფოტოსო, როგორ გაბედეთ ფოტოს გამოყენებაო. მე ვერ ვნახე ვერცერთი გაზიარება, ნაცაქტივისტი რომ არ ყოფილიყო მისი ავტორი.
ჩვენ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რისკენ გვიბიძგებდნენ, რა უნდათ დღესაც. რა უნდათ დღესაც, ეს უნდა ვაჩვენოთ მკაფიოდ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს განსხვავება, როცა ჩვენსავით იქცევა ხელისუფლება, რა გვაქვს სახეზე და როცა სხვანაირად იქცევა ხელისუფლება, რა შეიძლება იყოს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვის პასუხად, „უკრაინამ ომი აირჩია?“, – მამუკა მდინარაძემ განამარტა, რომ საუბარია არა იმაზე, რა აირჩია უკრაინამ, არამედ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს უბიძგებდნენ ომისკენ.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვიბიძგებდნენ ამისკენ და უკრაინას სულ რომ არ აერჩია ან აერჩია, ამას მნიშვნელობაც კი არ აქვს. დანილოვი მოგვიწოდებდა იმისკენ, რაც იმ ბანერზე მარცხენა მხარეს წარსულისკენ არის გამოსახული. დანილოვი ჩვენ გვარჩევინებდა ომს. უკრაინამ რა აირჩია, ამის თქმა არ გვინდა, ამ ბანერზე სხვა რამეა. დანილოვი რისკენაც მოგვიწოდებდა, ის არის ბანერზე მარცხენა მხარეს. უკრაინამ რა აირჩია, ამას არ ვეხებით. რაც მოხდა, რაც არის ფაქტობრივი მდგომარეობა და რისკენაც მოგვიწოდებდნენ ჩვენ, მათ შორის დანილოვი და ნაცლიდერები, აგენტურა, ამის ლუსტრაციაა ბანერზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.