გუშინ გაერო-ს ტრიბუნასთან საუბრობდა რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი და ივანიშვილის მსახური, - ასე ეხმიანება "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი გაერო-სასამბლეაზე ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას.
„გუშინ გაერო-ს ტრიბუნასთან არ იდგა ქართველი ხალხის წარმომადგენელი. გუშინ გაეროს ტრიბუნასთან საუბრობდა რუსული ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის მსახური. სწორედ ამიტომ მოვისმინეთ ჩვენ სრული სიცარიელე პრემიერ-მინისტრად წოდებული კობახიძის გამოსვლის სახით. ეს არის მისი უკანასკნელი გამოსვლა როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ტრიბუნაზე და ამ სირცხვილს ქართველი ხალხი დაასრულებს 26 ოქტომბერს. გაეროს შემდეგ სხდომაზე სიტყვით აუცილებლად წარდგება ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც გააჟღერებს ქართველი ხალხის გზავნილებს, - განაცხადა სამადაშვილმა.