საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ საარჩევნო ბანერებს ეხმიანება და მას "სამარცხვინოს" უწოდებს.
„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს… რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ქვეყანაში ახალი ბანერები გამოჩნდა - "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობების ფოტოები გამოიყენა.
ერთ-ერთ ბილბორდზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, მეორე მხარეს კი სენაკის თეატრის შენობაა გამოსახული.
მარიუპოლის თეატრის დაბომბვისას ასობით ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები.