რუსეთი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი აგრესიის შემთხვევაში, მათ შორის, თუ მტერი შექმნის კრიტიკულ საფრთხეს ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„დოკუმენტის განახლებულ ვერსიაში {„ბირთვული შეკავების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“} შემოთავაზებულია რუსეთის წინააღმდეგ აგრესია ნებისმიერი არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ბირთვული სახელმწიფოს მონაწილეობით ან მხარდაჭერით. ჩაითვალოს მათ ერთობლივ თავდასხმად რუსეთის ფედერაციაზე“, - აღნიშნა პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი იტოვებს უფლებას გამოიყენოს ბირთვული იარაღი თავდასხმუს დროს, მათ შორის, თუ მტერი, ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, კრიტიკულ საფრთხეს უქმნის რუსეთს და ბელარუს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა ეს საკითხი შეთანხმებული იყო ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან.
გარდა ამისა, შემოთავაზებულია ქვეყნებისა და სამხედრო ალიანსების კატეგორიის გაფართოება, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება ბირთვული შეკავება, ასევე გაფართოვდეს იმ საფრთხეების ჩამონათვალი, რომელთა განეიტრალებისას გამოიყენება ასეთი ზომები.
„ჩვენ ყოველთვის უაღრესად პასუხისმგებლობით ვუდგებოდით ასეთ საკითხებს, კარგად ვაცნობიერებთ ამ იარაღების კოლოსალურ ძალას და ყოველთვის ვცდილობდით განგვემტკიცებინა გლობალური სტაბილურობის საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა და არ დაგვეშვა ბირთვული იარაღისა და მისი კომპონენტების გავრცელება, - აღნიშნა პუტინმა.
მან ასევე დასძინა, რომ პროექტი ნათლად ასახავს პირობებს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე გადასვლისთვის.
„ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას უკვე მაშინ, როდესაც მივიღებთ სანდო ინფორმაციას საჰაერო კოსმოსური თავდასხმის საშუალებების მასობრივი გაშვებისა და ჩვენი სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ. ვგულისხმობ სტრატეგიულ ან ტაქტიკურ თვითმფრინავებს, ფრთოსან რაკეტებს, უპილოტო თვითმფრინავებს, ჰიპერბგერით და სხვა თვითმფრინავებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.