25 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.03 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7269 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0498 ლარი გახდა.
0.04 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6461 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.99 თეთრი შეადგინა.