აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ ჯერ დანიშნა და შემდეგ თვითონ გააუქმა შეხვედრა, ამით შეურაცხყოფა ირაკლი კობახიძეს კი არ მიაყენა, არამედ – ქართველ ხალხსა და საქართველოს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ეს რის საპასუხოდ იცით? – როცა ქართველმა ხალხმა, მათ შორის, ქართველმა ჯარისკაცებმა თავის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად დაიცვეს მშვიდობა ერაყში, ავღანეთში თუ სხვა სახელმწიფოებში. ეს არის ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი და ამერიკელების ე.წ. დაცინვითი ჯერ, როგორც ჩანს, გამოგონილი შეხვედრა და მერე გაუქმება. ესეც იმის მომასწავებელია, როცა ჩვენ გვეუბნებიან, აბა, სად ებრძვიან ქართულ ტრადიციებს, აბა, ვინ გეუბნებათ, რომ ან ომი დაიწყეო ან ტრადიციები გააუქმეო. ა, ბატონო, იხილეთ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. სადმე გაგონილა, რომ გინდოდეს სტუმრის მიღება, დაპატიჟო და მერე კარები დაუხურო? ეს რომელ პარტნიორულ ურთიერთობაში ჯდება? როგორც ჩანს, ამაში გვეხმარებიან ჩვენი „უცხოელი მეგობრები“, ანუ უცხოური ძალები იმის მტკიცებაში, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოური ძალა ჰყავს დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციაში არა მხოლოდ ქართულ ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. პირდაპირ ამბობენ, რომ დღეს ოპოზიცია არაფრისმაქნისია საქართველოში და ჩვენ ვაკეთებთ მათ მაგივრად შეურაცხმყოფელ განცხადებებს საქართველოს და ქართველი ხალხის ტრადიციების და ეკლესიის წინააღმდეგო.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.