24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.17 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7266 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.57 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0347 ლარი გახდა.
2.08 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6457 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.99 თეთრი შეადგინა.