23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის ცვლილებამ 0.28 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7249 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0290 ლარი გახდა.
0.06 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6249 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.98 თეთრი შეადგინა.