საიტმა Ruleaks.net -მა, WikiLeaks -ის თანამონაწილეობით, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციის შეგროვება დაიწყო. ინფორმაციის შეგროვება ანონიმური ქსელის_ TOR-ის საშუალებით განხორციელდება. რედაქცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაუგზავნონ დოკუმენტები, რომლებიც კორუფციას, დანაშაულის დაფარვას და სხვა საჯარო ინფორმაციებს შეეხება.
WikiLeaks -ის კოორდინატორთა ცნობებზე დაყრდნობით, საიტს უნიკალური ინფორმაცია გააჩნია, რომელიც პუბლიკაციისთვის მზადდება.
ცნობისთვის, საიტი Ruleaks.net 2010 წლის დეკემბერში გაჩნდა ქსელში. დღემდე საიტი WikiLeaks -ის ინფორმაციებს რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების შესახებ თარგმნიდა.