„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება დიდი ინვესტიციის ჩადება საუნივერსიტეტო კამპუსებში, რათა ყველა საჭიროების მქონე სტუდენტმა იცხოვროს თანამედროვე საუნივერსიტეტო საცხოვრებელში და არ უწევდეთ მუშაობა კაბალურ პირობებში ქირის გადასახდელად“, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, მათი ამოცანაა, რომ თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს საკუთარი თავის რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა
ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიება მართავს - „ერთიანობა“ -პასუხობს ხალხს“ - სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გია ჯაფარიძე და პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანია ახალგაზრდების კითხვებს პასუხობენ;
კითხვა - მე და ჩემს თანაკურსელებს, მეგობრებს გვაქვს ძალიან ბევრი ხელისშემშლელი პრობლემა, რათა მივიღოთ ხარისხიანი განათლება ად ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ჩემს თანაკურსელებს, რომლებიც ქირით ცხოვრობენ, უწევთ დღე და ღამე მუშაობა, რათა ქირის და სწავლის ფული გადაიხადონ და მოგეხსენებათ, ძალიან რთულია, როდესაც დილით მიდიხარ ლექციებზე და ღამე გაქვს გათენებული, რადგან მუშაობდი წინა ღამით. ყველაფერი ხელს გიშლის, რომ მიიღო ხარისხიანი განათლება და ეს არ აინტერესებს ხელისუფლებას და მეც და ჩემი მეგობრებიც ამას ვგრძნობთ, თუმცა ვერ ვხედავ ოპოზიციის მხრიდანაც, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ისმოდეს. მე მაინტერესებს თქვენი პარტიის შეხედულება ამ პრობლემის მოგვარებაზე.
თინა ბოკუჩავას განცხადებით - „ეს მართლაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას უამრავი სტუდენტი და ჩემთანაც ძალიან ბევრ სტუდენტს უსაუბრია იმაზე, რომ მართლაც კაბალურ პირობებში უწევთ მუშაობა, მათ შორის ღამის საათებში მუშაობა ელემენტარულად იმისათვის, რომ გადაიხადონ ბინის ქირა. თავისთავად სტუდენტობის პერიოდში მუშაობასთან პრობლემას ვერ ვხედავ, მეც აშშ-ში ბაკალავრის, მაგისტრატურის დროსაც და ექვსივე წელი ვმუშაობდი, თუმცა ვმუშაობდი კამპუსზე, როგორც მაგალითად პროფესორის თანაშემწე ან მკვლევარი ან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში და იყო ლიმიტირებული საათები, არცერთ სტუდენტს არ შეეძლო 20 საათზე მეტი რომ ემუშავა იმისთვის, რომ ამას შემდეგ უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა შემდეგ სწავლის ხარისხზე, რადგან სტუდენტის უმთავრესი პრიორიტეტი მაინც არის სწორედ განათლების მიღება სტუდენტობის პერიოდში, ამიტომ ჩვენი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება დიდი ინვესტიციის ჩადება საუნივერსიტეტო კამპუსებში იმისთვის, რომ ყველა საჭიროების მქონე სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ იცხოვროს თანამედროვე საუნივერსიტეტო საცხოვრებელში და არცერთ სტუდენტს აღარ ჰქონდეს იმის აუცილებლობა, რომ საცხოვრებელი პირობების არ ქონის გამო მას უწევდეს მუშაობა ასეთი კაბალური პირობებით, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რაზეც მათ შორის შეგვიძლია, რომ გვქონდეს წვდომა 14 მილიარდიან ევროპულ ფონდზე, ეს არის გაწევრიანების ფონდი, რომელზე წვდომას ჩვენ გაგვიჩნდება რა წამს საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, ეს არის 14 მილიარდი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებმა გაწევრიანების პერიოდში გამოიყენეს მათ შორის საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის და ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ სტუდენტური კამპუსების მშენებლობისთვის, გრძელვადიანად მიმაჩნია, რომ ეს არის ამ პრობლემების მოგვარების გზა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაშიც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას ჩემი აზრით და გვაქვს საინტერესო ინიციატივა, პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივა, რომ სანამ მოხდება სრულფასოვნად ყველა სტუდენტის დაკმაყოფილება საუნივერსიტეტო კამპუსებით, იმ პერიოდში სახელმწიფომ მოახდინოს ბინის ქირის სუბსიდირება. კამპუსი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, ეს არის ინტეგრირებული სივრცე სტუდენტის განვითარებისთვის,, რათა სტუდენტმა მაქსიმალურად შეძლოს საკუთარი თავის რეალიზაცია და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ეს, რომ თითოეულ ახალგაზრდას, თითოეულ სტუდენტს ჰქონდეს მაქსიმალური შესაძლებლობა საკუთარი თავის რეალიზებისთვის.“ - თქვა თინა ბოკუჩავამ.