საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი გამოეხმაურა პარლამენტის მიერ "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის" მიღებას.
ელჩის განცხადებით, ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის გზაზე.
"ლგბტ+ პირების დევნა ოჯახური ფასეულობებისა და ბავშვის უფლებების სახელით ეწინააღმდეგება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს და ყველას დაცვის აუცილებლობას სიძულვილის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წაქეზებისაგან, ნებისმიერი მიზეზით. ანტი-ლგბტ კანონი კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია ევროკავშირის გზაზე", - წერს შერაზ გასრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" კანონთა პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო.